გენერალური დირექტორი |
დამსაქმებელი: |
საქართველოს საფონდო ბირჟა |
კატეგორია: |
TOP მენეჯმენტი,
|
ბოლო ვადა: |
2014/10/23 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
მაგისტრი
|
სამუშაო გამოცდილება |
5 წელი და მეტი
|
ენები |
ქართული ინგლისური რუსული |
ნანახია: |
843 -ჯერ |
პოზიციის სახელწოდება: გენერალური დირექტორი
დამქირავებელი: სს "საქართველოს საფონდო ბირჟა"
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ (სსბ) არის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც პასუხობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისო პრაქტიკის საბაზისო მოთხოვნებს.
სსბ სთავაზობს ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე-დისტანციური წვდომის დახმარებით – საბროკერო კომპანიათა ოფისებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საფონდო ბირჟის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა, პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელებაზე;
- ფასიანი ქაღალდებით საბირჟო ვაჭრობების მომზადებასა და მიმდინარეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- საფონდო ბირჟის წევრი საბროკერო კომპანიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი მათი მხრიდან ბირჟის წესებისა და ეთიკის კოდექსის დაცვის კუთხით;
- საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების მონიტორინგი საქართველოს კანონის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით;
- საფონდო ბირჟის ზედამხედველ ორგანოსთან მუდმივი ურთიერთობა ანგარიშგების დროულად მიწოდების კუთხით;
- პარლამენტთან, მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან მუდმივი ურთიერთობა საკანონმდებლო და/ან მარეგულირებელი ინიციატივების განხილვის მიზნით;
- საფონდო ბაზრის განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო მოცულობების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა, არსებულ ემიტენტებთან ურთიერთობა და ბირჟაზე ახალი ემიტენტების მოზიდვა;
- უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან (საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, აქტივების მმართველი კომპანიები, ბროკერები, დილერები, საინვესტიციო ბანკები) მუდმივი ურთიერთობა საქართველოს საფონდო ბაზრის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით;
- საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაში აქტიური ჩართულობა;
- საფონდო ბირჟის წესებისა და ეთიკის კოდექსის განუხრელი დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აკადემიური განათლება ფინანსური განხრით, სასურველია MBA ხარისხი;
- საფონდო ბირჟაზე და/ან ცენტრალურ დეპოზიტარში, საინვესტიციო ბანკში და/ან საბროკერო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე. უპირატესობა ენიჭება ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონმდებლობის (მათ შორის უცხოური) და საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების ცოდნა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სასურველია Bloomberg-ის ცოდნა;
- სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე) და ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე 2014 წლის 23 ოქტომბრამდე. სამოტივაციო წერილში სასურველია წარმოადგინოთ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორად არჩევის შემთხვევაში თქვენი სამოქმედო გეგმის მოკლე მონახაზი.
აპლიკანტთა საყურადღებოდ: გთხოვთ, მეილის „subject“-ში მიუთითოთ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის პოზიცია. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
გისურვებთ წარმატებას!