კონსულტანტი (ბიჭი) |
დამსაქმებელი: |
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა |
კატეგორია: |
ადმინისტრაცია, გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
|
ბოლო ვადა: |
2016/06/19 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაოს ტიპი: |
არასრული
|
სამუშაო გრაფიკი |
ცვლები(სმენა)
|
ანაზღაურება: |
250 - 400 ლარი
|
სქესი: |
მამრობითი
|
ენები |
რუსული ქართული |
ნანახია: |
1792 -ჯერ |
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 19 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
კომპანია აცხადებს კონსულტანტის (ბიჭი) ვაკანსიას.
მოთხოვნები:
- განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის, ან ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
- სასურველია სალაპარაკო რუსულის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მომსახურება - სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ, კონსულტირება;
- თაროებზე პროდუქციის განლაგება;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
- სისუფთავეზე ზრუნვა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- მაღალ დონეზე განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- სტაბილურობა.
პირობები:
- მცოცავი გრაფიკი: 2 დღე დასვენება, 2 დღე მუშაობა;
- ანაზღაურება: 250-400 ლ (ფიქსირებული+ბონუსი);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
- ყოველწლიურად მზარდი სტაჟის დანამატი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge 25 აპრილის ჩათვლით, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა.
ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ CV შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, წერეთლის 41 - ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ-დან 11:00 სთ-მდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
გისურვებთ წარმატებას!