პოზიციის დასახელება: საკრედიტო კონსულტანტი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
სამუშაოსტიპი:გარე სამუშაო, თავისუფალი გრაფიკი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი
ასაკი:60 წლამდე
ვეძებთ აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ კადრებს, რომლებსაც სურთ სამუშაო თავისუფალი გრაფიკით.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება;
- მიმდინარე გადახდების მონიტორინგი;
- სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
საკონკურსო პირობები:
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@creditline.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
კონკურსის ეტაპები:
განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.