ოპერატორის თანაშემწე საწყობში |
დამსაქმებელი: |
ტექნიკის სახლი OK |
კატეგორია: |
კლიენტთა მომსახურება,
|
ბოლო ვადა: |
2014/09/30 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
კომპიუტერული პროგრამები |
MS Office |
ნანახია: |
630 -ჯერ |
ტექნიკის სახლი OKAY აცხადებს ვაკანსიას საწყობში ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ტვირთის გადაზიდვის და დასაწყობების გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- დაკვირვებული;
- ჯანმრთელი;
- ენერგიული;
სამუშაოს მახასიათებლები:
- შემოსული საქონლის მითვლა, მისი რაოდენობის და ხარისხის შედარება დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
- სასაქონლო მატერიალური მარაგებისათვის სპეციფიკაციების ან სხვა დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით საწყობში განსაზღვრული ადგილმდებარეობის მიჩენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
- გასაცემი საქონლის რაოდენობის გადამოწმება და შედარება დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
- საწყობში სასაქონლო მატერიალური მარაგების ბრუნვადობის დოკუმენტური ასახვა და შენახვის დადგენილი წესებით დაცვა;
- შემოსული და გასული საქონლის გადაზიდვის მანქანაზე, ჩამოტვირთვა /დატვირთვა;
- 2 კვირაში ერთხელ საწყობში საქონლის აღწერის ჩატარება და ნაშთების დადგენა; (1 c პროგრამასთან შედარება და გატარება);
- ყოველთვიურად ფირმის მფლობელობაში არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების დათვლა და დანაკლისებისა და ზედმეტობის გამოვლენა. შესაბამისი აქტის შედგენა;
კანდიდატი სასურველია ცხოვრობდეს ვარკეთილის, ვაზისუბნის, აფრიკის დასახლების ან მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე,საწყობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ თქვენი მონაცემები მოგვაწოდოთ ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, 2014 წლის;
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით თქვენს განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება;