• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო ტიფლის პალასი

mail: hr@tiflispalace.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოთახში სტუმრის მომსახურების მიმტანი
დამსაქმებელი: სასტუმრო ტიფლის პალასი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2014/10/08
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 450 - დან
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 683 -ჯერ
სასტუმრო ტიფლის პალასი აცხადებს ვაკანსიას ოთახში სტუმრის მომსახურების მიმტანის თანამდებობაზე.
 
მოვალეობები:
  • სტუმრებისთვის დროული და პროფესიონალური მომსახურების გაწევა
  • უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა
  • ოთახში მომსახურების მენიუს სრულფასოვანი ცოდნა
  • მენეჯერის მითითებების შესრულება
  • სათანადო მიზანპლასის მომზადება ოთახში მომსახურებისთვის 
  • სამზარეულოს ნებისმიერი კერძის, მათი გარნირის ჩათვლით, კარგი ცოდნა
  • მომსახურების ურიკების გაწმენდა, გასარეცხი ჭურჭლის სათანადოდ მოგროვება და მიზანპლასის ალაგება
  • ოთახში მომსახურებისთვის განკუთვნილი ინვენტარის გასუფთავებაში მონაწილეობის მიღება
  • სტუმრების მხრიდან მიღებული დადებითი თუ უარყოფითი შეფასებების პროფესიონალურად მართვა
  • სხვა განყოფილების თანამშრომლებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით, ფრონტ ოფისისა და დასუფთავების სამსახურთან, რათა მოხდეს სტუმრების მოთხოვნების განხორციელება
  • ანგარიშის გადახდის კოორდინირება
  • ხელმძღვანელის/ მორიგე მენეჯერის მითითებით სხვა საკვები დანაყოფისთვის დახმარების აღმოჩენა
 
მოთხოვნები:
 
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნაც
  • ღამის ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი
  • ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
  • მოწესრიგებული და სასიამოვნო გარეგნობა
 
ხელფასი: ხელზე ასაღები 450 ლარი.
სხვა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, გვიან საათებში სახლამდე ტრანსპორტირება.
 
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონშევსებული თანდართული აპლიკაციის ფორმა ფოტოსურათით და უნდა მიუთოთონ წერილის თემის ველში ვაკანსიის დასახელება. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა