• https://charte.ge/

ავტორი

ლოპოტა სპა რეზორტი

tel: (+995) 598 431 439
mail: e.davitashvili@lopota.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
F&B დეპარტამენტის მენეჯერი ნაფარეულში
დამსაქმებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
კატეგორია: ადამიანური რესურსები, სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2014/10/22
მდებარეობა: თელავი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ქართული
რუსული
ინგლისური
ნანახია: 601 -ჯერ
"ლოპოტა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას F&B დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
 
F&B დეპარტამენტის მენეჯერის მოვალეობანი:
  • წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია მისთვის დაკისრებულ ფუნქციებსა და ამოცანების შესრულებაზე;
  • ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
  • ქმნის თანამშრომლისათვის მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს;
  • წარუდგენს HR განყოფილებას წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;
  • მის ზემდგომ ორგანოს ან პირს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
  • ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
  • განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეუმუშავებს და მის ზემდგომ ორგანოს/პირს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
  • ახორციელებს მასზე დაკისრებულ და განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
  • ბიუჯეტის შედგენა; 
  • დანახარჯებზე კონტროლი;
  • ყველა გზა გამონახოს მოგების მისაღებად;
  • რესტორნის მართვა;
  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • სისუფთავის კონტროლი;
  • პერსონალის მართვა;
  • შეფ მზარეულთან მენიუს შეთანხმება;
  • საკვების და მისი რაოდენობის კონტროლი;
  • სტუმრების გამოხმაურებების ანალიზი;
  • მომარაგების თანამშრომელთან ურთიერთობა და კონტროლი;
  • გუნდური წარმატების მისაღწევად გუნდისთვის შთაგონებისა და მოტივაციის შექმნა. 
 
პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება)
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
  • კომუნიკაბელური,ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • მიზანდასახული
  • ენერგიული და შრომისმოყვარე
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).
 
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით,  და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა