მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ნაფარეულში |
დამსაქმებელი: |
ლოპოტა სპა რეზორტი |
კატეგორია: |
მარკეტინგი,
|
ბოლო ვადა: |
2014/10/22 |
მდებარეობა: |
თელავი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაო გამოცდილება |
2 წელი
|
ენები |
ინგლისური ქართული რუსული |
ნანახია: |
653 -ჯერ |
"ლოპოტა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პიარის მენეჯერის პოზიციაზე.
მარკეტინგისა და პიარის მენეჯერის მოვალეობები:
- პიარ კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი
- ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირების სტრატეგია
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა
- მარკეტინგული კვლევების საჭიროების განსაზღვრა და ჩატარების უზრუნველყოფა
- მედიასთან, და სხვა საზოგადოებრივ თუ კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა
- პრეს-რელიზებისა და საინფორმაციო წერილების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება
- პიარ ლიტერატურის- ფლაერების, ბუკლეტების და სხვ. შექმნა-გავრცელებაში, ასევე, საიმიჯო და საინფორმაციო სტატიების მომზადებაში მონაწილეობა
- "ლოპოტა რეზორტის" ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მომზადება
- სოციალური მედიის მართვა/ან პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა
- სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიების დაგეგმვა/ორგანიზება
- ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
- ანტიკრიზისული პიარის მართვა
- მომხმარებლის ლოიალობაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა და დისციპლინა
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.