მტვირთავ/მძღოლი |
დამსაქმებელი: |
ლასარე |
კატეგორია: |
ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
|
ბოლო ვადა: |
2024/01/03 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
388 -ჯერ |
კომპანია Lasare, რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას მტვირთავ/მძღოლის პოზიციაზე.
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:
- ჯანმრთელობის დაზღვევას,
- საადვოკატო მომსახურების ბარათს,
- სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან,
- Fitpass,
- ფიქსირებულ ხელფასს და ბონუსს,
- მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 24 სთ გრაფიკი
ადგილმდებარეობა: ქ თბილისი,აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჩამოსული და გასაგზავნი ტვირთების ხარისხიანი სატვირთო მომსახურების უზრუნველყოფა
- ტვირთის სწორად განლაგება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- გასაგზავნი ტვირთების დამაგრება შესაბამისი აღჭურვილობით, მისი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით
- ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით
- მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
- დისციპლინირებული
- პუნქტუალური
- პასუხისმგებლიანი
- შრომისმოყვარე
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ნომერზე: +995 577 74 70 65.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს “Lasare” -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე:
hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare”-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.