ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
Connect |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2023/12/27 |
მდებარეობა: |
ხელვაჩაური
|
ნანახია: |
280 -ჯერ |
ავტოგასამართი სადგურების ქსელი "ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას ხელვაჩაურში ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული;
ადგილმდებარეობა: ხელვაჩაური;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ავტოგასამართი სადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ცვლის გადაბარების პროცესის და აგს-ზე საკონტროლო ჩაზომვების ხელმძღვანელობა;
- ნავთობპროდუქტების მიღების პროცესის ზედამხედველობა;
- ავტოგასამართ სადგურზე დანაკლისების კონტროლი და შესაბამისი აღწერების განხორციელება;
- აგს-ის სალარო აპარატების, რეზერვუარების, საწვავის მარიგებლებისა და ყველა სხვა აღჭურვილობის ტექნიკურად გამართულად მუშაობის კონტროლი.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებების შესრულება.
საჭირო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ.
გთხოვთ, დაუკავშირდით დეტალებისთვის პაატა +995 577555562 ან/და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 3 წლის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!