• https://charte.ge/

ავტორი

Jackie Chan

tel: 06667441666
mail: birbirdair@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინჟინერ-კონსტრუქტორი
დამსაქმებელი: Jackie Chan
კატეგორია: ავიაცია/აეროპორტი, ენერგეტიკა, სამშენებლო,
ბოლო ვადა: 2023/12/15
მიმაგრებული ფაილები: Searching_for_an_engineer_GEO_v2.docx

ნანახია: 270 -ჯერ

საინჟინროკომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

(შესაძლებელია განხილულ იქნეს ბოლო კურსის სტუდენტის კანდიდატურა)

ჩვენი კომპანიის სპეციალიზაციის სფეროა თვითმფრინავების ინტერიერის პროექტირება. ჩვენ თანამედროვე თვითმფრინავებისათვის  ვაპროექტებთ ინტერიერს (სამზარეულოები, კარადები, საკუჭნაოები, ბარის განყოფილებები, ტუალეტები, სავარძლები).

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

სამუშაოს აღწერა: მუშაობა ოფისში; სრული განაკვეთი.

ძირითადი მოთხოვნები:

  •          უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით;
  •          CatiaV5, SolidWorks, Siemens NX ანCreo Parametric პროგრამის ფლობა;
  •          ფურცლოვანი ლითონისაგან და პლასტმასისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
  •          განვითარებული აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება.

 

მოვალეობები:

  •          ნაკეთობების ახალი ნიმუშების შემუშავება, სტანდარტული და უნიფიცირებული ნაკეთობების გამოყენებით არსებული პროდუქციის მოდიფიცირება;
  •          წარმოებისათვის და ექსპლუატაციისათვის მოდელებისა და ნახაზების შემუშავება.

 

სამუშაო პირობები:

  •          სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  •          სტაბილური ხელფასი;
  •          ოჯახის სამედიცინო დაზღვევა (მეუღლე, შვილები);
  •          მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის კომპენსაცია;
  •          ოფისი მდებარეობს მეტროს სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე;
  •          უქმეები და სადღესასწაულო დღეები -საქართველოში მოქმედი ოფიციალური კალენდარის მიხედვით;
  •          24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი  რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: birbirdair@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა