• https://charte.ge/

ავტორი

პოლიმერ ჯგუფი

tel: 533 334 200

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფის მენეჯერი
დამსაქმებელი: პოლიმერ ჯგუფი
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2023/12/21
მდებარეობა: ნატახტარი
ნანახია: 248 -ჯერ
კომპანია შპს. „პოლიმერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე მცხეთა, სოფ. ნატახტარში

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან...
სამუშაო განრიგი:
კვირაში 5 (ხუთი) სამუშაო დღე – 09:30 –18:30 სთ.

მოთხოვნები
  • აუცილებელია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უცხო ენების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელურობა
  • მოტივირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • შედეგებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
  • კარგი მახსოვრობა

ძირითადი მოვალეობები
  • დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციის განხორციელება.
  • ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
  • ორგანიზაციაში შემოსული სატელეფონო ზარების კონტროლი
  • სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციებისა და ტრენინგების, ბენეფიციარების, დელეგატების, სტუმრების, პარტნიორების მიღების და დახვედრის ორგანიზება
  • დაწესებულების ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი
  • თანამშრომელთა კორპორატიული მანქანით სარგებლობის რიგითობის მართვა
  • ელექტრონული ფოსტის კონტროლი
  • ტექნიკური საშუალებების პერიოდული შეკეთების განრიგების და მათი მუშაობისთვის აუცილებელი რესურესების შეძენის, ასევე გახარჯული და ექსპლოატაციიდან გამოსული ტექნიკის ჩამოწერისა და უტილიზაციის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Office@biotop.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
ან დაგვიკავშირდეთ:+995 533 334 200.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა