• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო მუხრანთუბანი

tel: 598 406 163

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეულის დამხმარე
დამსაქმებელი: სასტუმრო მუხრანთუბანი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2023/10/26
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 403 -ჯერ
სასტუმრო მუხრანთუბანი, რომელიც მდებარეობს ძველ თბილისში" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.
 
სამუშაო ადგილი- თბილისი (სასტუმრო "მუხრანთუბანი - მის: ნ. ბარათაშვილის 23(კოლმეურნეობაზე , კონკასთან)
სამუშაო გრაფიკი 5 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება.
სამუშაო დრო: (07:00-16:00)
ხელფასი: 800 ლარი
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
 
მოვალეობები:
  • საუზმის მომზადება ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;
  • თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;
  • სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
  • დღის განმავლობაში, სტუმრებისა და თანამშრომლების კვებაზე გახარჯული პროდუქტების აღრიცხვა-ჩამოწერა და კვების დეპარტამენტის მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარმოება;
  • მეორე დღის მარაგისა და მიზანპლასის მომზადება, მოწესრიგება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა
  • უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • ენერგიულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zairaepemiashvili@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 406 163 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
გისურვებთ წარმატებას!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა