• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური სპეციალისტი
დამსაქმებელი: kamkama
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/10/26
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 274 -ჯერ
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია (www.kamkama.ge) აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის (ფილტრების მიმართულებით) პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/
კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით
 
სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
  • მდებარეობა: ეთერ ბოცვაძის ქ.;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • წყლის ფილტრაციის პროცესების შესწავლა;
  • ფილტრაციის ტექნოლოგიური სქემების შექმნა;
  • საფილტრაციო სისტემების გათვლები;
  • ფილტრაციის მუშა პროექტების შექმნა;
  • დაპროექტებული სისტემების მონტაჟში და გაშვება-რეგულირებაში მონაწილეობა;
  • პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და მათთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
  • კონსულტაციის გაწევა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მოგროვება, სისტემატიზაცია
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • AutoCAD, REVIT ცოდნა/შესწავლის სურვილი
  • კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995 591 51 23 74
გისურვებთ წარმატებებს!
 
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია „შპს ენსო ჯგუფი“-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა