ტექნიკური სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
kamkama |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/26 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
271 -ჯერ |
წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია (
www.kamkama.ge) აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის (ფილტრების მიმართულებით) პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე:
https://kamkama.ge/
კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
- მდებარეობა: ეთერ ბოცვაძის ქ.;
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
- წყლის ფილტრაციის პროცესების შესწავლა;
- ფილტრაციის ტექნოლოგიური სქემების შექმნა;
- საფილტრაციო სისტემების გათვლები;
- ფილტრაციის მუშა პროექტების შექმნა;
- დაპროექტებული სისტემების მონტაჟში და გაშვება-რეგულირებაში მონაწილეობა;
- პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და მათთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;
- კონსულტაციის გაწევა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მოგროვება, სისტემატიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- AutoCAD, REVIT ცოდნა/შესწავლის სურვილი
- კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995 591 51 23 74
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია „შპს ენსო ჯგუფი“-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.