• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი
დამსაქმებელი: ზოდი
კატეგორია: ავტო–მოტო სერვისი,
ბოლო ვადა: 2023/10/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 293 -ჯერ
კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ.თბილისში.
კომპანია ‘’ზოდი’’ 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
„ზოდი“ საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით – თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიის მომარაგება პროდუქციით;
  • ტვირთის გადაზიდვა თბილისის მასშტაბით;
  • ავტომანქანის გამართულ-ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ლოკაცია - ქ. თბილისი
ანაზღაურება - ფიქსირებულ ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა