გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
სასტუმრო ქისი |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/21 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
259 -ჯერ |
სასტუმრო ქისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
- პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
- კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
- ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
- სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
- პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
- კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
- შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით)
- გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:
- კომუნიკაბელურობა
- დაგეგმვის და დროის მართვის უნარი
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- დახვეწილი მეტყველების უნარი
- პრეზენტაბელურობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი
- კრეატიულობა
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
- დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბოტანიკურის 17/19 ,სასტუმრო ქისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზ:
kisihotel@gmail.com; ან დაგვიკავშირდით +995959774466 -ნომერზე.
გისურვებთ წარმატებას!