|
უმცროსი ექიმი უროლოგი |
| დამსაქმებელი: |
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი |
| ბოლო ვადა: |
2023/08/12 |
| მდებარეობა: |
თბილისი
|
| ნანახია: |
435 -ჯერ |
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმი უროლოგის პოზიციაზე.
თანამდებობა: უმცროსი ექიმი
Position Title: იერარქიული პოზიცია/Position in structure: სამსახურის უფროსი, წამყვანი სპეციალისტი, დირექტორი;
ვის მიმართაა ანგარიშვალდებული: სამსახურის უფროსი, წამყვანი სპეციალისტი, დირექტორი;
სამუშაო განრიგი/Working schedule/:სამუშაო დღეები/Working Days/: სამუშაო საათები (ხანგრძლივობა) / Working Hours (duration):
სამუშაო არეალი/Area of work: ჰოსპიტალი;
სამუშაოს აღწერა/Job Description:
- პაციენტების მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა და განხორციელება სამსახურის უფროსთან/მთავარ ექიმთან შეთანხმებით;
- პაციენტის ინფორმირებულობის მართვა მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით;
- წამყვან სპეციალისტთან და სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
- პასუხისმგებლობა თითოეულ პაციენტზე რომელსაც კურირებს;
მოვალეობები:
- კლინიკის ექიმი ვალდებულია დაესწროს დილის და საღამოს კონფერენციებს და შემოვლას;
- რეგისტრატურაში სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ (რეგისტრაცია, სამედიცინო ბარათის გახსნა, კონსულტაციის ფინანსური უზრუნველყოფა) მიიღოს პაციენტი და გაუწიოს მას კვალიფიციური კონსულტაცია. განსაზღვროს პაციენტის მომართვის სისწორე, წინასწარი დიაგნოზის განსაზღვრის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მისცეს პაციენტს სათანადო დანიშნულება და მიმართვა გამოკვლევებზე;
- კონსულტაციის შემდეგ – მოახდინოს კლინიკის სამუშაო პროგრამაში დასმული საბოლოო დიაგნოზის ან სავარაუდო დიაგნოზის პროგრამული ასახვა სამუშაო დღოს ბოლომდე;
- სრულყოფილად შეავსოს პაციენტის შესახებ ინფორმაცია: მიღების/გასინჯვის დრო/თარიღი, კლინიკაში მიმართვის ტიპი (თვითდინება/სასწრაფო,გეგმიური/ურგენტი) პირველადი დიაგნოზი, სისხლის ჯგუფი/რეზური (გამოკვლევის ან პაციენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე), ანამნეზი, პათოლოგიური ცვლილებებისა და დაავადებასთან დაკავშირებული მონაცემების მითითებით. გაკეთოს ჩანაწერი ალერგიული რეაქციების არსებობის, ეპიდერმიოლოგიური ანამნეზის არსებობის, ასევე წარსულში ჰემოტრანსფუზიის შემთხვევების, გადატანილი ინფექციური და სხვა სახის დაავადებების შესახებ, ასევე რა დროიდან იმყოფება პაციენტი საავადმყოფო ფურცელზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); პირველადი გასინჯვის მონაცემები აღწეროს მოკლედ, გასინჯვისთვის ხელმისაწვდომ სისტემათა შესახებ, ხოლო გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებები–დაწვრილებით. ასახოს მიმდინარე დაავადებასთან პაციენტის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებული მონაცემები;
- უზრუნველყოს პაციენტისთვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის ჩამოყალიბება (ფორმა NIV 100/ა), რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული მკურნალობის ხასიათს და მის შედეგებს, სიმპტომების დინამიკას და რეკომენდაციებს პაციენტის შემდგომი მართვის შესახებ, თუ პაციენტს ენიშნება რეცეპტით შესაძენი პრეპარატი – ცნობაში სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სამედიცინო ბარათში, ერთი გადაეცემა პროგრამების მენეჯერს, ხოლო ერთი პირი მიეცემა პაციენტს ხელზე.
- პირველადი ფორმა 100 (რომელიც ასევე საჭიროებს ოპერაციის დეტალურ კალკულაციას) გაეცემა ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭირო სავალდებულო გამოკვლევების ჩატარების და შედეგების სრული განხილვის შემდეგ. სავალდებულო გამოკვლევების ჩატარების და შედეგების სრული განხილვის შემდეგ. სავალდებულო გამოკვლევებია:
- დიაგნოსტირების სტანდარტული კვლევები დაავადებების მიხედვით;
- კარდიოლოგის კონსულტაცია;
- ანესთეზიოლოგის კონსულტაცია;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- კოაგულოგრამა;
- ტრედმილი (ჩვენების მიხედვით);
- ეკგ;
- გულმკერდის რენტგენოსკოპია;
- სავალდებულო გამოკვლევების საფუძველზე, მკურნალმა ექიმმა უნდა მიაწოდოს ფორმა 100 ქეის მენეჯერს, რომელიც უმოკლეს ვადებში მოახდენს დოკუმენტის გაცემას თანდართულ კალკულაციასთამ ერთად;
- მოახდინოს ყველა საჭირო დოკუმენტის და ჩანაწერის სამედიცინო ბარათში უზრუნველყოფა (გადახდის ქვითარი, ფორმა 100, დანიშნულება, ანამნეზი და სხვა); ყველა გასინჯვის ჩანაწერის ბოლოს ხელი მოაწეროს და მიუთითოს თარიღი;
- პაციენტს კორექტულად აუხსნას მისი მდგომარეობა, საჭირო გამოკვლევების და დანიშნულების არსი, შესაძლო პროგნოზი და მკურნალობის შესაძლო გართულებები. გააცნოს ყველა საჭირო დოკუმენტური ფორმა, დეტალურად შეავსოს პაციენტის მონაცემები და ხელი მოაწერინოს მათზე (ინფორმირებული თანხმობა, მომსახურეობის ხელშეკრულება, პაციენტის თანხმობა სისხლის და მისი კომპ. გადასხმაზე, და სხვა). სამედიცინო ჩარევის წინ აუცილებელია წერილობით ინფორმირებული თანხმობის მიღება. 18 წლამდე ასაკის ქმედუნარიანი პირისთვის სამედიცინო ჩარევის აუცილებლობისას, თანხმობა მიიღება კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით;
- პირველადი დიაგნოზი უნდა მიეთითოს სამედიცინო ბარათის სატიტულო ფურცელზე პაციენტის სტაციონარში შემოსვლიდან 72 საათში, ხოლო დასკვნითი დიაგნოზი პაციენტის გაწერამდე. დიაგნოზი და ჩარევის კოდი უნდა ემთხვეოდეს საგარანტიო წერილში ასახულ კოდებს, ხოლო ურგენტული შემთხვევისას– სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმებულ ICD და NCSP კოდებს;
- იყოს ტაქტიანი და თავაზიანი. ამომწურავი პასუხი გასცეს პაციენტის ყველა კითხვას იმ საკითხზე, რაც მის მდგომარეობას ეხება. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს არსებული პათოლოგიისთვის დამახასიათებელ ყველა თავისებურებას, მკურნალობის მეთოდებს და მიზნებს. გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი სამედიცინო ბარათში.
- იმ შემთხვევაში თუ განისაზღვრა ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა, მოახდინოს პაციენტის მდგომარეობის სრული ანალიზი და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხელმძღვანელთან, მთავარ ექიმთან ან წამყვან სპეციალისტთან ერთად. ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ დროულად მიაწოდოს პაციენტს და შეუთანხმოს მას;
- თუ გადაწყდა რომ, პაციენტი საოპერაციოა, უზრუნველყოს პაციენტის საოპერაციო მოდულში ასახვა. დადგენილი პროცედურების მიხედვით (დანართი 1)
- მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში, აუხსნას პაციენტს მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მოახდინოს სათანადო ჩანაწერის გაკეთება შემოსულ (ურგენტულ) პაციენტებთან დაკავშირებით დროულად მოახდინოს ყველა საჭირო შეტყობინების მიწოდება წამყვანი სპეციალისტი, სამსახურის უფროსისა და ქეის მენეჯერისათვის, მკურნალობის მეთოდის ან ოპერაციის ტაქტიკის განსაზღვრის/შეცვლის შემთხვევაში, გააკეთოს სრულყოფილი ჩანაწერი სამედიცინო ბარათში – შეტყობინების თარიღი, ყველა შეთანხმებული პროცედურა, ოპერატორის ვინაობა, შეტყობინების დრო. დაადასტუროს ჩანაწერი თარიღის მითითებითა და ხელმოწერით;
- პაციენტის გასინჯვის ფურცელში დღიურად აწარმოოს ჩანაწერები, მძიმე საშუალო სიმძიმის ავადმყოფების შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე, თარიღისა და დროთი აღნიშნული, ხელმოწერით დამოწმებული;
- სხვა კონსულტანტების მიერ ჩატარებული კონსულტაციების შესახებ გააკეთოს დასაბუთებული ჩანაწერი, ხელი მოაწეროს კონსულტანტის ჩანაწერის ბოლოს;
- ინტენსიური განყოფილების პაციენტის სტაციონარში გადაყვანის დროს ფორმდება გადაყვანის მოკლე ეპიკრიზი. მორიგე/ მკურნალი ექიმი აკეთებს ეპიკრიზში მითითებული დროიდან არაუგვიანეს ერთი საათისა;
- პაციენტის დანიშნულება და ყველა ცვლილება, კვების რეჟიმი და განრიგი უნდა აისახოს ფიზიკალური მონაცემების ფურცელში, რომლითაც იხელმძღვანელებს მორიგე ექთანი;
- პაციენტი მოამზადოს სათანადოდ წინასაოპერაციო ეტაპზე: თავად უზრუნველყოს პაციენტის ელასტიური ბინტების დახვევა ან/და აუცილებლად შეამოწმოს და დარწმუნდეს ბინტების დამაგრების ტექნიკის სისწორეში, რათა თავიდან აიცილოს გართულებები; გადაამოწმოს ყველა საჭირო გამოკვლევის, კონსულტაციის და ანალიზის არსებობა;
- მკურნალმა ექიმმა სამედიცინო ბარათში გარკვევით და მკაფიოდ უნდ ასახოს მედიკამენტის დანიშვნისა და /ან მოხსნის თარიღი და დაადასტუროს ხელმოწერით, იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობაში ჩართულია პაციენტის მიერ შეძენილი მედიკამენტი, დანიშვნის გრაფაში უნდა მიუთითოს „პაციენტის პრეპარატი“;
- ასევე მედიკამენტოს დანიშვნის/მოხსნის შესახებ თავად მიუთითოს ექიმის დანიშნულების ფურცელში და დაადასტუროს ხელმოწერით. ყოველ დილას შემოვლისას შეამოწმოს დანიშნულების სიზუსტე;
- დროულად ასახოს განხორციელებული სამკურნალო–დიაგნოსტიკური პროცედურები სამედიცინო ბარათში (ფაქტიურად განხორციელებული მკურნალობის პარალელურად);
- მორიგეობის პერიოდში პასუხისმგებლია ყველა პაციენტის დანიშნულების შესრულებაზე; ინტენსიურის განყოფილებაში მორიგეობისას უნდა გააკეთოს მინიმუმ სამი ჩანაწერი ყველა პაციენტის ისტორიაში;
- მორიგეობის განმავლობაში პაციენტთა დანიშნულებაში ცვლილებების შემთხვევაში (განსაკუთრებით იმ პაციენტთა, რომელთა მკურნალი ექიმი სხვაა), სრულყოფილად აღნიშნოს ცვლილებები სამედიცინო ბარათში;
- ყოველდღიურად გაეცნოს მისი მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტის მდგომარეობას განვლილი ღამის განმავლობაში, ექიმის ჩანაწერებს, ბიოლოგიური სითხეების, ტრანსფუზიის, ნარკოტიკული საშუალებების და ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სრულყოფილად გადააბაროს მორიგე ექიმს თავისი პაციენტი;
- სავალდებულოა პაციენტის გაწერიდან 48 საათის განმავლობაში პროგრამიდან ამოწერილი სათანადოდ დასრულებული ფორმა100 ჩააბაროს ქეის მენეჯერს (მთავარი ექიმს,მკურნალი ექიმის, დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა, დაწესებულების ბეჭედი);
- არასამუშაო დღეებში გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია (პაციენტის პირადობის ასლი, გადახდის ქვითარი) მომდევნო სამუშაო დღეს წარუდგინოს ქეის მენეჯერს სამედიცინო ბარათის გახსნისთვის;
- ექიმი/ასისტენტი აინიფიცირებს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსს პაციენტის ორ კვირიან განრიგში ჩასმას პერიოპერაციული ჩათის საშუალებით.
- ექიმი ასისტენტი დამატებით უკავშირდება პაციენტს და აცნობებს ოპერაციის ზუსტ თარის და ჰოსპიტალიზაციის წესს
- ბიოფსიის დასრულების შემდეგ, ექიმი ავსებს მიმართვას ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე, დაურთავს საბიოფსიო მასალას და დოკუმენტს და მასალას გადასცემს მთავარ ექთანს
კვალიფიკაცია და მოთხოვნები უნარ-ჩვევებზე/Qualification and requirements:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მუშაობის არანაკლეს 2-წლიანი გამოცდილება;
- მაღალი სამუშაო დისციპლინა;
- კონფიდენციალობის დაცვა;
- კარგი წერითი და ვერბალური უნარები;
- გარკვეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:mmtinfo9@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995577382441