მძღოლ-ექსპედიტორი |
დამსაქმებელი: |
ბიდი პლიუსი (Compact) |
ბოლო ვადა: |
2023/07/26 |
ნანახია: |
307 -ჯერ |
შპს ბიდი პლიუსი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).
კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთისა და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი
ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანია შპს ბიდი პლიუსი აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას თბილისში .
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე (აუცილებელია);
- სწრაფი ანგარიშის უნარი;
- ქონებრივი უზრუნველყოფა (მანქანით);
- სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სადისტრიბუციო მანქანის მართვა;
- შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით.
- ანგარიშსწორება ობიექტთან.
პიროვნული თვისებები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
- შრომისმოყვარე
- პასუხისმგებლიანი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე
hr@bdplus.ge 20 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლი ექსპედიტორი თბილისში).
გისურვებთ წარმატებას!