რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის და სემეკში კომპანიის ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
ენერგო პრო ჯორჯია |
ბოლო ვადა: |
2023/06/30 |
ნანახია: |
338 -ჯერ |
პოზიციის დასახელება: რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის და სემეკში კომპანიის
ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“
სამუშაო ადგილი: თბილისი
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 1500-2300 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 04 ივნისი, 2023 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს რეგულირების დეპარტამენტის
მონიტორინგის და სემეკში კომპანიის ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე
მოვალეობები და ვალდებულებები:
კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტების ინტერესების წარმოადგენა და დაცვა სემეკში.
რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის და მისი კლიენტებისთვის შიდა
სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.
სემეკ-ის წერილობითი პრეტენზიების/საჩივრების/განცხადებების პასუხად კომპანიის
კლიენტებისთვის წერილობითი პასუხების მომზადება და დადგენილ ვადაში გაგზავნა.
კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული და
სემეკის მიერ მოთხოვნილი ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში სემეკში გაგზავნა.
კომპანიის წესდებით, რეგულირების დეპარტამენტის დებულებით, სხვადასხვა სახის
მმართველობითი დოკუმენტებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
საქმიანობის განხორციელება.
კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტებისთვის სემეკის მიერ დაკისრებული ვალდებულებების
მონიტორინგი და მათ პროგრამებში მუშაობა.
მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრატურა დამთავრებულ
პირს).
• ადმინისტრაციული კანონმდებლობის კარგად ცოდნა
• ენერგეტიკული კანონმდებლობის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება)
• მინიმუმ 1 წლიანი (სტაჟირების ჩათვლით) პრაქტიკული გამოცდილება. უპირატესობა
მიენიჭება პროფესიის შესაბამისად ენერგოკომპანიაში ნამუშევარ ან სტაჟირება გავლილ
პირებს.
• უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნეს
• დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (წერილების წერა და ა.შ)
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მათ შორის (უპირატესობა მიენიჭება Excel და
PowerPoint-ის უმაღლეს დონეზე მცონდეს)
• კომუნიკაბელურობა
• ორგანიზაციული ნიჭი
• გუნდური მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-
pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.