• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის და სემეკში კომპანიის ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
ბოლო ვადა: 2023/06/30
ნანახია: 224 -ჯერ

პოზიციის დასახელება: რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის და სემეკში კომპანიის
ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“
სამუშაო ადგილი: თბილისი
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 1500-2300 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 04 ივნისი, 2023 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს რეგულირების დეპარტამენტის
მონიტორინგის და სემეკში კომპანიის ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე
მოვალეობები და ვალდებულებები:
 კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტების ინტერესების წარმოადგენა და დაცვა სემეკში.
 რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის და მისი კლიენტებისთვის შიდა
სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.
 სემეკ-ის წერილობითი პრეტენზიების/საჩივრების/განცხადებების პასუხად კომპანიის
კლიენტებისთვის წერილობითი პასუხების მომზადება და დადგენილ ვადაში გაგზავნა.
 კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული და
სემეკის მიერ მოთხოვნილი ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში სემეკში გაგზავნა.
 კომპანიის წესდებით, რეგულირების დეპარტამენტის დებულებით, სხვადასხვა სახის
მმართველობითი დოკუმენტებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
საქმიანობის განხორციელება.
 კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტებისთვის სემეკის მიერ დაკისრებული ვალდებულებების
მონიტორინგი და მათ პროგრამებში მუშაობა.
მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრატურა დამთავრებულ
პირს).
• ადმინისტრაციული კანონმდებლობის კარგად ცოდნა
• ენერგეტიკული კანონმდებლობის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება)
• მინიმუმ 1 წლიანი (სტაჟირების ჩათვლით) პრაქტიკული გამოცდილება. უპირატესობა
მიენიჭება პროფესიის შესაბამისად ენერგოკომპანიაში ნამუშევარ ან სტაჟირება გავლილ
პირებს.
• უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნეს
• დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (წერილების წერა და ა.შ)
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მათ შორის (უპირატესობა მიენიჭება Excel და
PowerPoint-ის უმაღლეს დონეზე მცონდეს)
• კომუნიკაბელურობა
• ორგანიზაციული ნიჭი
• გუნდური მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-
pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა