• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: INTELIEXPRESS
ბოლო ვადა: 2023/06/25
ნანახია: 207 -ჯერ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი
გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის
პოზიციაზე, ქუთაისის ფილიალებში.

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას და ადამიანებთან
ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე:
vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 21 მაისამდე. გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,დღისა და
ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი ქუთაისი’’.
ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, როგორც სალარო, ასევე
სალომბარდე ნაწილში, ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს
.
სამუშაო ცვლები:
დღის ცვლა : 7 საათიანი (09:00-15:30/15:30-22:00);
ღამის ცვლა : 11 საათიანი (22:00-09:00)

o მოქნილი სამუშაო გრაფიკი ;
o ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა ;
o ღამის ცვლის შემდეგ 24 საათი დასვენება ;
ანაზღაურება - დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სხვადასხვა
ბონუსები,შედეგებიდან გამომდინარე.
სამუშაოს აღწერილობა :
o ფულადი გზავნილების მომსახურება ;
o ნაღდი კონვერტაციები ;
o სალომბარდე,კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება ;
კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას
მიენიჭებათ მცირე უპირატესობა.
განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა