• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: სუპერი
ბოლო ვადა: 2023/06/10
ნანახია: 267 -ჯერ

„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. დღეს „სუპერს“ ქვეყნის მასშტაბით 15 საცალო მაღაზია აქვს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:  https://superstore.ge/

 

დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ შემდეგი პირობებით:

 

 

 

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი (იმუშავებთ თქვენ საცხოვრებელ ადგილთან უახლოესი ფილიალში)
  • სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
  • დასვენების დრო:კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
  • ანაზღაურების ოდენობა: 850 (ხელზე ასაღები თანხა) - 950 ლარი (ხელზე ასაღები თანხა 1 წლის შემდეგ)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება წინასწარ განსაზღვრული წესით;
  • პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

 

მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სერვისულობა;
  • პროფესიული განვითარების სურვილი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;

 

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

  • კარიერული და პროფესიული ზრდის დიდ და რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
  • კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან.

 

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და გქონდეთ პროფესიული და კარიერული განვითარების დიდი შესაძლებლობა, 8 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - კონსულტანტი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/9byZmrgwXZta94Ey7 ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995577021010

 

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

 

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა