• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გამოძახების სერვისის მედდა
დამსაქმებელი: მეგალაბი
ბოლო ვადა: 2023/06/10
ნანახია: 181 -ჯერ

„მეგალაბი“ აცხადებს გამოძახების სერვისის მედდის ვაკანსიას
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული
დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
 პაციენტებთან ვიზიტი, ფლებოტომიის ორგანიზება/ ჩატარება;
 ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი);
 საანალიზო მასალების აღება, დამუშავება და შენახვა სტანდარტული საოპერაციო
პროცედურის შესაბამისად;
 პაციენტის მონაცემების შესახებ რეგისტრატორის ინფორმირება;
 საანალიზო მასალის ტრანსპორტირება სტანდარტული საოპერაციო პროცედურების
დაცვით, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი;
 პრობლემული შემთხვევების უშუალო ხელმძღვანელისათვის გაცნობა;
 სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება სამკურნალო ან საექთნო მიმართულებით;
 გრაფიკი: 08:00-16:00 სთ ან 16:00-00:00 სთ
 ანაზღაურება (სრული განაკვეთის შემთხვევაში) 900 ₾-დან 1200 ₾-მდე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
 სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
 ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
 დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
 დროის ეფექტური მართვის უნარი;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მაისი, 2023 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და
გისურვებთ წარმატებებს.

„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ
შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური
მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს
მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ,
მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ
თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა