• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საცხენისი ჰესის მართვის ფარის ოპერატორი
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
ბოლო ვადა: 2023/06/05
ნანახია: 274 -ჯერ

პოზიციის დასახელება: საცხენისი ჰესის მართვის ფარის ოპერატორი

კომპანია: სს  ჯორჯია გენერაცია” 

სამუშაო ადგილი: სოფ. სააკაძე

ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 1200-1300 ლარი გადასახადების ჩათვლით

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა3 მაისი, 2023 წ.

 

სს  ჯორჯია გენერაცია აცხადებს კონკურსს საცხენისი ჰესის მართვის ფარის ოპერატორის პოზიციაზე.

 

   მოვალეობები და ვალდებულებები:

• უზრუნველყოს ჰესის ელექტრული და მექანიკური მოწყობილობა-დანადგარების საიმედო მუშაობა, ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესების ზუსტი დაცვით.
• უზრუნველყოს დისპეტჩერების განკარგულებების შესრულება.
• უზრუნველყოს სადგურის ხელმძღვანელის და მთავარი ინჟინერის განკარგულებების შესრულება.
• უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილზე და მოწყობილობა-დანადგარებში.
• ახორციელებს აგრეგატის გაშვება-გაჩერებას.
• ახორციელებს ღია და დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებში საჭირო ოპერატიულ გადართვებს.
• უზრუნველყოფს სამუშაო ადგილის მომზადებას და ბრიგადის დაშვებას სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით.
• უზრუნველყოფს ოპერატიული დოკუმენტაციის წარმოებას.
• ვალდებულია ცვლის მანძილზე იმყოფებოდეს სპეცტანსაცმელში.

 

   მოთხოვნები:

• უმაღლესი ტექნიკური განათლება.
• ჰიდროელექტროსადგურში ან/და ქვესადგურში მუშაობის გამოცდილება. 
• გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

 

 

პირებსრომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებსშეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულფოსტაზეvacancy@energo-pro.ge  ან შეავსონგანაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით.

 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა. 

 

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ,კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა