• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დასუფთავების თანამშრომელი
დამსაქმებელი: G&A Group
ბოლო ვადა: 2023/04/12
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 900 - დან
ნანახია: 288 -ჯერ
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და „ხინდა“-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. 
 
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე 
მისამართი: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქ. N 29. 
სამუშაო განაკვეთი: სრული  
სასურველია, კანდიდატი ცხოვრობდეს დიდი დიღმის ტერიტორიაზე . 
ანაზღაურება - 900 ₾ 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საწარმოს ტერიტორიაზე, კომპანიის დანერგილი სტანდარტების შესაბამისად 
  • მისთვის გაცემული სახარჯი მასალებისა და ინვენტარის მიმართ ყურადღება და პასუხისმგებლობა. 
  • საწარმოს სველი წერტილების, გასახდელების, მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა. 
  • კომპანიაში, კერძოდ საწარმოო ბლოკში სანიტაციის პროცესში ჩართულობა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • პუნქტუალურობა; 
  • მოწესრიგებულობა 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კვებით უზრუნველყოფას (სადილი); 
  • ჯან.დაზღვევა 
 
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე : +995555540035 
 
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. 

 

 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა