ზაჰესის მართვის ფარის ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
ეპ ჯორჯია გენერაცია |
ბოლო ვადა: |
2023/04/17 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
380 -ჯერ |
პოზიციის დასახელება: ზაჰესის მართვის ფარის ოპერატორი
კომპანია: სს “ეპ ჯორჯია გენერაცია”
სამუშაო ადგილი: ზაჰესი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 22 მარტი, 2023 წ.
სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს ზაჰესის მართვის ფარის ოპერატორის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
უზრუნველყოს ჰესის ელექტრული და მექანიკური მოწყობილობა-დანადგარების საიმედო
მუშაობა, ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და
ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის,
მოწყობის და მათით სარგებლობის წესების ზუსტი დაცვით.
უზრუნველყოს დისპეტჩერების განკარგულებების შესრულება.
უზრუნველყოს სადგურის ხელმძღვანელის და მთავარი ინჟინერის განკარგულებების
შესრულება.
უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილზე და მოწყობილობა-დანადგარებში.
ახორციელებს აგრეგატის გაშვება-გაჩერებას.
ახორციელებს ღია და დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებში საჭირო ოპერატიულ
გადართვებს.
უზრუნველყოფს სამუშაო ადგილის მომზადებას და ბრიგადის დაშვებას სარემონტო
სამუშაოების წარმოების მიზნით.
უზრუნველყოფს ოპერატიული დოკუმენტაციის წარმოებას.
ვალდებულია ცვლის მანძილზე იმყოფებოდეს სპეცტანსაცმელში.
მოთხოვნები:
უმაღლესი ტექნიკური განათლება.
ჰიდროელექტროსადგურში ან/და ქვესადგურში მუშაობის გამოცდილება.
გუნდური მუშაობის უნარი;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-
pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 22 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.