მთავარი ინჟინერი |
დამსაქმებელი: |
Shangri La Batumi |
ბოლო ვადა: |
2023/03/29 |
მდებარეობა: |
ბათუმი
|
ნანახია: |
278 -ჯერ |
სამორინე „Shangri La“ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბათუმი
მოვალეობები:
- კომპლექსის შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემებისა და აღჭურვილობის მიღება/ ჩაბარების პროცესში მონაწილეობა, მათი ხარისხისა და გამართული ტექნიკური ფუნქციონირების დადგენა.
- კომპლექსის საინჟინრო სისტემებისა და აღჭურვილობის, შენობა-ნაგებობის და კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლო ნაწილის, კომპლექსის დეკორაციის მთლიანობისა და ესთეტიკის უწყვეტი და უსაფრთხო ტექნიკური მუშაობის/ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომპლექსის საინჟინრო სისტემებისა და აღჭურვილობის დროული და ხარისხიანი სამუშაოების - შეკეთების, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომპლექსის საინჟინრო სისტემებისა და აღჭურვილობის მუშაობაში დარღვევების აღრიცხვა და ანალიზი. შესაბამისი ზომების მიღება მათი წარმოშობის მიზეზების აღმოსაფხვრელად;
- კონტრაქტორების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი საინჟინრო სისტემებისა და აღჭურვილობის ტექნიკური და/ან ექსპლუატაციის კუთხით, შესრულებული სამუშაოს მიღება/ჩაბარება;
- ტექნიკური სამსახურის ფორმირება და თანამშრომელთა მომზადების ორგანიზება;
- ბიუჯეტის ფორმირება;
- ტენდერების პროცედურებში მონაწილეობა. კონტრაქტორებთან ტექნიკური ექსპლუატაციის კუთხით ხელშეკრულებების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- წინადადებების შემუშავება, ხარჯების შემცირებისა და ექსპლუატირებული ობიექტის ტექნიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით;
- ობიექტის მომზადება გარე შემოწმებისთვის;
- ურთიერთქმედება ქალაქის კომუნალურ და სხვა მარეგულირებელ ორგანიზაციებთან
- ავარიული და გაუმართავი სისტემების დროული შეკეთება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv
slbatumi@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 95 99 55