• https://charte.ge/

ავტორი

უჯ ლუბრიკანტს

tel: 551627551
mail: uglubricants@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: უჯ ლუბრიკანტს
ბოლო ვადა: 2023/03/30
მდებარეობა: ქუთაისი
ნანახია: 267 -ჯერ

ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამრეწველო (ძრავების, ინდუსტრიული, ჰიდრავლიკური და სხვა) ზეთებს და საპოხ საშუალებებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ.ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე,

 

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციზე.

 

მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: შეთანხმებით.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება;
  • კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების წარმოება;
  • ხელმძღვანელ პირთა სხვა  დავალებების შესრულება სამუშაო ამოცანების ფარგლებში;

 

საჭირო მოთხოვნები:

  • რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
  • პროგრამა Oris-ში  მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება.
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე uglubricants@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995551627551

 

 

„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა