• https://charte.ge/

ავტორი

ტოტალ შარმი

tel: 591 05 54 01
mail: n.mebonia@tcc.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ექთანი
დამსაქმებელი: ტოტალ შარმი
ბოლო ვადა: 2023/03/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ნანახია: 155 -ჯერ

კომპანია „ ტოტალ შარმი“ წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას 
კომპანია „ტოტალ შარმი“ აცხადებს მთავარი ექთნის  ვაკანსიას 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კლინიკის გაწერილი მოთხოვნების (წესები, ნორმები, სტანდარტებისა და ინდიკატორების) გაცნობა კლინიკის პერსონალისთვის; 
  • კლინიკაზე გამოყოფილი მედიკამენტების და სამედიცინო მოხმარების საგნების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ხარჯვისა და აღრიცხვის კონტროლი;  საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მუდმივი ინსტრუქტაჟი და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, წყვეტი სამედიცინო განათლების ინიცირება და ორგანიზება; 
  • დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის უშუალო კოორდინირება და კონტროლი, ფუნქციების, შესასრულებელი სამუშაოს რაციონალურად გადანაწილება, სათანადოდ და დროულად შესრულების კონტროლი; 
  • დეპარტამენტში არსებული დანადგარ/მოწყობილობების მუშაობის ხარისხის კონტროლი; მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნებზე ვარგისიანობის ვადის კონტროლი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში; 
  • დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მიმდინარე კონტროლი და დაკვირვება; 
  • სამედიცინო აქტივობებისა და ქმედებების თანამედროვე სამედიცინო ცოდნის შესაბამისად წარმოება; 
  • მონაწილეობა ხარისხის კონტროლის პროცესში და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამების შემუშავებაში, მათ შესრულებაში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე/ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა  
  • სასურველია საოპერაციოში მუშაობის გამოცდილება 
 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს -  ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი. 

 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზ: n.mebonia@tcc.ge; (ტელ: +995 591 05 54 01); გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ექთანი) 
დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს  
გისურვებთ წარმატებას! 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა