მთავარი ექთანი |
დამსაქმებელი: |
ტოტალ შარმი |
ბოლო ვადა: |
2023/03/24 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გრაფიკი |
სრული დღე
|
ნანახია: |
75 -ჯერ |
კომპანია „ ტოტალ შარმი“ წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას
კომპანია „ტოტალ შარმი“ აცხადებს მთავარი ექთნის ვაკანსიას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კლინიკის გაწერილი მოთხოვნების (წესები, ნორმები, სტანდარტებისა და ინდიკატორების) გაცნობა კლინიკის პერსონალისთვის;
- კლინიკაზე გამოყოფილი მედიკამენტების და სამედიცინო მოხმარების საგნების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ხარჯვისა და აღრიცხვის კონტროლი; საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მუდმივი ინსტრუქტაჟი და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, წყვეტი სამედიცინო განათლების ინიცირება და ორგანიზება;
- დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის უშუალო კოორდინირება და კონტროლი, ფუნქციების, შესასრულებელი სამუშაოს რაციონალურად გადანაწილება, სათანადოდ და დროულად შესრულების კონტროლი;
- დეპარტამენტში არსებული დანადგარ/მოწყობილობების მუშაობის ხარისხის კონტროლი; მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნებზე ვარგისიანობის ვადის კონტროლი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში;
- დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მიმდინარე კონტროლი და დაკვირვება;
- სამედიცინო აქტივობებისა და ქმედებების თანამედროვე სამედიცინო ცოდნის შესაბამისად წარმოება;
- მონაწილეობა ხარისხის კონტროლის პროცესში და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამების შემუშავებაში, მათ შესრულებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე/ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- სასურველია უცხო ენების ცოდნა
- სასურველია საოპერაციოში მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზ: n.mebonia@tcc.ge; (ტელ: +995 591 05 54 01); გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ექთანი)
დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!