შპს მისო "ბერმელი " აცხადებს ვაკანსიას იურისტის (მინდობილი პირი) პოზიციაზე ქ. ბათუმში
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
** სასამართლო წარმომადგენლობა;
** მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
** პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
** საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა დაცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
** ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
** ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან
** რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველიამინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("MicrosoftWord” და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები:
** პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება - კვალიფიკაცის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მობილური: +995 568 700 300