• https://charte.ge/

ავტორი

ბერმელი

tel: +995 568 700 300
mail: hr@bermeli.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: ბერმელი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/03/29
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 265 -ჯერ

შპს მისო "ბერმელი " აცხადებს  ვაკანსიას იურისტის  (მინდობილი პირი)   პოზიციაზე  ქ. ბათუმში

 
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.

** სასამართლო წარმომადგენლობა;

** მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;

** კომპანიის თანამშრომლებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;

** წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;

** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;

** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;

** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;

** პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;

** საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა დაცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;

** ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

** ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან

** რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად


ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი  იურიდიული განათლება;

** სასურველიამინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;

** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("MicrosoftWord”  და " Microsoft Excel”)

პიროვნული თვისებები: 

** პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.

** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;

** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
 
სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათებია:   10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00

** სამუშაო დღეები:     6 სამუშაო დღე.

** ანაზღაურება -         კვალიფიკაცის შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge  

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მობილური:   +995 568 700 300

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა