• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
დამსაქმებელი: მეგალაბი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება, სხვა,
ბოლო ვადა: 2023/03/23
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 284 -ჯერ

„მეგალაბი“ აცხადებს  მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსიას

“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

 

       ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კავშირის საშუალებით;

** პაციენტის მონაცემების და კვლევების პროგრამული გადამოწმება;

** ბინაზე გამოძახების სერვისის შესახებ ინფორმაციის პროგრამული ასახვა;

 

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;

** სასურველია მომხმარებლებლებთან ურთირთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Office);

 

       პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართული მეტყველება;

** ორგანიზებულობა;

** კომუნიკაბელურობა;

** დეტალების მიმართ ყურადღება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

  პირობები

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, პ.ქავთარაძის #23;

სამუშო გრაფიკი:  დღეში 8 სამუშაო საათი: დილის სმენა(09:00 – 17:00სთ) ან საღამოს სმენა (16:00 – 24:00სთ);

ანაზღაურება: 750 ლარი;

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:     06 მარტი,   2023 წ. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა