საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას უფროსი საბარათე სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში.
მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
საქმიანობის აღწერა:
** საბართე ტრანზაქციების მონიტორინგი და შესაბამისი პერიოდული რეპორტინგი;
** MasterCard-ის მიერ გამოქვეყნებული სიახლეების (Announcements/Publications/Edits) მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების დამუშავება;
** პროცესების შესაბამისად, ქოლ ცენტრის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა;
** ანგარიშსწორების მონიტორინგი(ნაშთები, ინვოისები..);
** ბარათების ემისიასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების მაღალი დონის ცოდნა;
** საბარათე სისტემის ფუნქციონირებისა და პროცესების ცოდნა - აღნიშნულ სფეროში, საშუალოდ, 1- 2 წლიანი გამოცდილება;
** Mastercard პორტალზე მუშაობის გამოცდილება.
უპირატესობა მიენიჭებათ:
** ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** UFC-ს (საპროცესინგო ცენტრი) პროგრამებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
უნარები:
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ მონაცემები მისამართზე vacancy@intelexpress.ge2023 წლის 18 თებერვლამდე, სათაურით „უფროსი საბარათე სპეციალისტი.“
კომპანია ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!