• https://charte.ge/

ავტორი

ნიკორა

tel: +995 595 70 77 73, 598167764
mail: jobs@nikora.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/02/11
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 617 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“  შვილობილი  კომპანია  შპს „პარტნიორი“ აცხადებს  ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მიღებული  პროდუქციის ზედნადების მიხედვით  მითვლა დადასაწყობება;

** ზედნადების შესაბამისად პროდუქციის დისტრიბუციისთვის მომზადება და შეკვეთების აწყობა;

** გამზადებული  შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა და მიწონვა;

** საწყობის აღწერის პროცესში აქტიური ჩართულობა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

პირობები:

** სამუშაო საათები: ერთი კვირა 07:00-16:00, მეორე კვირა 13:00-22:00 , დასვენება კვირა;

** ადგილმდებარეობა - ფეიქრების ქუჩა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   ან დაგვიკავშირდით ნომერზე  +995 595 70 77 73, 598167764

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა