• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტ-მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2023/02/11
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 338 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტშვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითადა თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას,ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიურიდამსაქმებელია. ამჟამად,ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

 

სს „ნიკორა“  შვილობილი კომპანია  შპს „პარტნიორი“  აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;

** სიახლეებისა და აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება;

** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;

** თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და  ვადების შემოწმება, FIFO-ს წესების დაცვა;

** თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;

** პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი;

** სავაჭრო ობიექტების POS მასალებით მომარაგება  და მათი განთავსების კონტროლი;

** ობიექტის პერსონალთან პოზიტიური  ურთიერთობის ჩამოყალიბება;

** მენეჯმენტისათვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;

** პუნქტუალურობა;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge  ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995  595 950 935

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა