მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმის ფილიალებში.
თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 5 თებერვლამდე. გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი ბათუმი’’.
ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, როგორც სალარო, ასევე სალომბარდე ნაწილში, ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს .
სამუშაო ცვლები:
დღის ცვლა : 7 საათიანი (09:00-15:30/15:30-23:00);
ღამის ცვლა : 12 საათიანი (21:00-09:00)
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი ;
** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა ;
ანაზღაურება - დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სხვადასხვა ბონუსები,შედეგებიდან გამომდინარე.
სამუშაოს აღწერილობა :
** ფულადი გზავნილების მომსახურება ;
** ნაღდი კონვერტაციები ;
** სალომბარდე,კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება ;
კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მიენიჭებათ მცირე უპირატესობა.
განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!