• https://charte.ge/

ავტორი

კონსტანტინე მოსიძე

tel: 591111192
mail: conholding@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი
დამსაქმებელი: კონსტანტინე მოსიძე
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2022/11/26
მდებარეობა: თბილისი
განათლება საშუალო განათლება
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ანაზღაურება: 800 - 2000 ლარი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
სქესი: მამრობითი
მართვის მოწმობა A კატეგორია

ნანახია: 349 -ჯერ
აღწერილობა
კომპანია ეძებს გამართული ავტომობილის ან მოპედის მქონე ადამიანს, რომელიც შეასრულებს სხვადასხვა სახის დავალებებს და ბონუს დავალებებს. თუ დავინახავთ რომ ყველა დავალებას ზედმიწევნით კარგად ასრულებთ, ხელფასი მკვეთრად გაიზრდება. ხელფასის ზრდა დამოკიდებულია თქვენზე, თუ რამდენად გაუზრდით თქვენც შემოსავალს ჩვენს კომპანიას ზემოთხსენებული დავალებების სწრაფად, უპრობლემოდ და ზედმიწევნით შესრულებით. 3 დღიანი უხელფასო სტაჟირებით ვიწყებთ (საწვავის თანხას კომპანია დაგიფარავთ) და თუ მოგვეწონებით, იმ სამი დღისასაც აგინაზღაურებთ. გამოგზავნეთ CV მეილზე: conholding@gmail.com

ანაზღაურება

800 - 1500 l / თვეში

მოვალეობები


ყოველთვიურად, ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად გეძლევათ სხვადასხვა სახის ბონუს დავალებები, დამოკიდებულია სიტუაციაზე.
აპარატების შეკეთება აპარატების სხვადასხვა (ახალ) ლოკაციაზე განთავსება (გადატანა, ტექნიკურად გამართვა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა).
ახალი პარტნიორების მოძებნა (კომპანიებთან, ბიზნესებთან მისვლა და მათ ტერიტორიაზე აპარატის განთავსებაზე თანხმობის მიღება) აქ დაგჭირდებათ მოლაპარაკებების წარმოების უნარები.
პრობლემების გადაჭრის მარტივი გზების პოვნა (ეს ყველაზე მნიშვნელოვანია)

მოთხოვნები


დაუზარელი, მონდომებული, პუნქტუალური ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესირდეს და პრობლემები მარტივად გადაჭრას.

პირობები


საქმიანობა ძირითადად მოგიწევთ გარეთ, რამდენიმე ლოკაციაზე ხშირი მისვლა-მოსვლით. სამუშაო გრაფიკი 9:00 - 18:00. ამიტომ სასურველია გამართული დაბალი ლიტრაჟობის მანქანის ან მოპედის ყოლა (მანქანა მაქსიმუმ 5 ლიტრ ბენზინის წვით)
დავალებების ზუსტად და სწორად შესრულების შემთხვევაში, გამომუშავება იქნება 1000-1200-1300 ლარამდე, გააჩნია დამატებითი დავალებების რაოდენობასა და სირთულეს.
ბონუს დავალებები ყოველთვიურად ან ყოველდღიურად გეძლევათ და მათი შესრულების შემთხვევაში, გერიცხებათ ბონუსი + მოჭრილი ხელფასი საშემოსავლოს გარეშე (800 ლარი)
რამდენიმე თვის პერსპექტივაში, ხელფასის ზრდა 2000 ლარამდე. (დამოკიდებულია ისევ დავალებების შესრულების ხარისხსა და სისწრაფეზე)

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა