• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/10/07
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი ცვლები(სმენა)
ნანახია: 390 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ,,ინტელექსპრესში’’გუნდის ახალ წევრს ვეძებთ ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, თბილისის ფილიალებში.

 

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ რუსულ და ინგლისურ ენებს და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge  2022 წლის 7 ოქტომბრამდე. გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი’’.

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, როგორც სალარო, ასევე სალომბარდე ნაწილში, ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს - საჩუქრად და სხვადასხვა ტიპის პერიოდულ ბონუსებს.

კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე მსურველებს შერჩევისას მცირე უპირატესობას მივანიჭებთ.

განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

სამუშაო ცვლები:

** ღამის ცვლა 12 საათი

** მოქნილი გრაფიკი,სამუშაო ცვლები ყოველ მესამე ღამეს

** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა

 

ანაზღაურება - დღიური, ვრიცხავთ 2 კვირაში ერთხელ.

12 თვიანი თანამშრომლობის შემდეგ, გაზრდილი სახელფასო განაკვეთი.

სამუშაოს აღწერილობა :

** სალარო და სალომბარდე საქმიანობა;

** ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები, საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური და სალომბარდე გადახდები და სხვა);                    

** საკრედიტო პროდუქტების გაყიდვები.

 


,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა