თუ შეგიძლია გაყიდვების პროცესების წარმატებით განხორციელება, ხარ კომუნიკაბელური, მიზანდასახული და გსურს სასიამოვნო გარემოში, საინტერესო გუნდში მუშაობა, მაშინ ყურადღებით გაეცანით ვაკანსიას.
შპს‘’ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის’’(NBT) აცხადებს ვაკანსიას შოუ რუმის მენეჯერის პოზიციაზე.
ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების კომპანია - NBT 14 წელია ოპერირებს ბაზარზე. იგი ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
კომპანიის ვიდეო:
https://m.facebook.com/cordesign.ge/videos/ინოვაციური-სამშენებლო-მასალებისა-და-ტექნოლოგიების-კომპანია-nbt-2009-წლიდან-ოპერი/793306458782676/?_rdr
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შოურუმში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** შოურუმში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** შოურუმში არსებული პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა და პროგრამული ასახვა;
** დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება - პროცესისა და ხარისხის კონტროლი;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn);
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან გაყიდვების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენის (რუსული ან/და ინგლისური) ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა .
უნარ ჩვევები:
** აქტიური;
** კომუნიკაბელური
** შედეგებზე ორიენტირებული;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** გრაფიკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:00
შაბათი 10:00-16:00
** ანაზღაურება: შეთავაზება სამუშაოს მოცულობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. მზარდი ბონუსი.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას, გთხოვთ, შეავსოთ განაცხვადის ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cordesign.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შოურუმის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადის განხილვა არ მოხდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!