• https://charte.ge/

ავტორი

ნიკორა

tel: +995 598 16 77 64; 595 70 77 73
mail: jobs@nikora.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მწონავი
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/10/04
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 385 -ჯერ

ცცკომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“  შვილობილი  კომპანია  შპს „ნიკორა“ აცხადებს  ვაკანსიას მწონავის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უბანზე დამუშავებული ფარშის პოზიციების მიხედვით პროგრამულად მიღება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;

** ფარშის ვიზუალის, ფერის, სუნის და კატეგორიის კონტროლი;

** რეცეპტურის მიხედვით ფარშის აწონვა სააღრიცხვო პროგრამაში;

** აწონილი ფარშის მორევის დანადგართან გადატანა;

** ფარშის გადამუშავებისთვის საჭირო ყინულის წონის განსაზღვრა და ფარშის მორევის სპეციალიტის ყინულით მომარაგება;

** გადამუშავებული ფარშის და გარკვეული სახეობის ნედლეულის საკონტროლო სასწორზე აწონვა, პროგრამულად სკანირება და შესაბამისი უბნისთვის მიწოდება;

** სამუშაოს დასრულების შემდეგ მორეული ფარშის შეფუთვა, მარკირება და შესაბამის მაცივარში განთავსება;

** ფარშისა და ყინულის დანაკლისის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

** სასწორების გამართულად მუშაობის მონიტორინგი და ხარვეზის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

** ნედლეულში ან/და შუალედურ პროდუქციაში ხარვეზების (მაგ, უცხო სხეული) აღმოჩენა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;

** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 08:00-02:00, დასვენების დღე - შაბათი;

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი;

** კომპანია თანამშრომელს გადასცემს  250 ლარიან ახალ სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს და უზრუნველყოფს კვებით.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 598 16 77 64; 595 70 77 73

 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა