• https://charte.ge/

ავტორი

შპს ,,სამედიცინო გაზების სისტემები”

mail: oma077@mail.ru

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: შპს ,,სამედიცინო გაზების სისტემები”
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2015/12/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1787 -ჯერ

შპს ,,სამედიცინო გაზების სისტემები” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე (ნახევარ განაკვეთზე)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბუღალტრო, საფინანსო, ეკონომიკის სფეროში;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების ფლობა (აუცილებელია სუპერფინი-ის ცოდნა);
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე MS Excel-ის;
  • ინგლისური ენის ცოდნა.(მინიმუმ იმ დონეზე რომ განახორციელოს მომწოდებლებთან  წერილობითი კომუნიკაცია)

 


პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • მაღალი სამუშაო დისციპლინა და ეთიკა;
  • შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;

 


ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება
  • პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში;
  • საგადასახადო დეკლარაციების ფორმების მომზადება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი);
  • ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, რეალიზაციის, სამეურნეო საქმიანობის შედეგების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება. ტრანზაქციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
  • დარიცხვა და ანგარიშსწორება: გადასახადების, , ხელფასების, მიღებული მომსახურებების.
  • პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება.
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი.
  • გადარიცხვებისა და სალაროს წარმოება
  • კომპანიაში მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად კლიენტებთან და  მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავლებების შესრულება;

 


ხელფასი: 600 ლარი მომატების პერსპექტივით.

სამუშაოს გრაფიკი:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 09:30-13;30 სთ (1-საათიანი შესვენებით).
  • სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი დიღმის მასივი ლუბლიანას ქ.11ა


დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ-მისამართზე: oma077@mail.ru

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 დეკემბერი, 2015. 

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა