• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური სპეციალისტი
დამსაქმებელი: კომპანია "City Hotels"
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/09/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 340 -ჯერ

 

სასტუმროების ქსელი  "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და „Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham“აცხადებს ვაკანსიას  სასტუმროს  ტექნიკური სპეციალისტის (Handyman)  პოზიციაზე: 

სამუშაო ადგილი - თბილისი   ( სასტუმრო "City Avenue“- მის: აღმაშენებლის გამზირი # 140 ბ, სასტუმრო "City Center"- მის: თამარ მეფის გამზირი # 24 )

 

სამუშაო გრაფიკი-სრული

 

საკვალიფიკაიო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები

** ორგანიზებული;

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;

** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;

** შედეგზე ორიენტირებული;

** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

**   სასტუმროს ნომრებში არსებული ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებით სტუმრებისთვის დახმარების გაწევა;

** სამომხმარებლო ტექნიკის შემოწმება, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალის შეცვლა;

** სანტექნიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სირთულეების აღმოფხვრა;

** მანქანა-დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;

** შრომის უსაფრთხოების დაცვა;

** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;

** მის კომპეტენციებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კვებით უზრუნველყოფას;

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ  რეზიუმე  ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სასტუმროს ტექნიკური სპეციალისტი„ .

 

"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე-Cityhotels.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა