სასტუმროების ქსელი "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და „Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham“აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ტექნიკური სპეციალისტის (Handyman) პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი - თბილისი ( სასტუმრო "City Avenue“- მის: აღმაშენებლის გამზირი # 140 ბ, სასტუმრო "City Center"- მის: თამარ მეფის გამზირი # 24 )
სამუშაო გრაფიკი-სრული
საკვალიფიკაიო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები
** ორგანიზებული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრებში არსებული ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებით სტუმრებისთვის დახმარების გაწევა;
** სამომხმარებლო ტექნიკის შემოწმება, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალის შეცვლა;
** სანტექნიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სირთულეების აღმოფხვრა;
** მანქანა-დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების დაცვა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** მის კომპეტენციებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სასტუმროს ტექნიკური სპეციალისტი„ .
"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე-Cityhotels.ge
გისურვებთ წარმატებებს!