• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: კომპანია "City Hotels"
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/09/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 365 -ჯერ

ომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და " Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორისპოზიციაზე

 

გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები

ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი ( + ბონუსები)

 

                                                                                                                                                                               

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio, Opera) ცოდნა;

** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;

** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;

**სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

 

მოვალეობები:

 

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;

** სტუმრებთანურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ  მიწოდება;

** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;

** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** კვებით უზრუნველყოფას;

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ  რეზიუმე  ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".



"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე-Cityhotels.ge

 


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა