კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და " Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორისპოზიციაზე
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი ( + ბონუსები)
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio, Opera) ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
**სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
მოვალეობები:
** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთანურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".
"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე-Cityhotels.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!