კომპანია:
შპს ბაიკლენდი
ადგილმდებარეობა:
თბილისი
თანამდებობა:
გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** შოუ რუმში მოსული ვიზიტორებისათვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება და გაყიდვების უზრუნველყოფა.
** მომხმარებლებისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (მათ შორის შეკვეთით ჩამოტანის შეთავაზება).
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის ტექნიკურ გამართულობაზე მუდმივი ზრუნვა.
** შოუ რუმში სატესტოდ წარმოდგენილი პროდუქციის მონიტორინგი.
** შესაბამისი რეპორტების წარმოება.
** მენეჯმენტისათვის შესყიდვებთან და გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.
** ასორტიმენტთან დაკავშირებული სიახლეების ძიება და მენეჯმენტის ინფორმირება.
** გაყიდულ პროდუქციაზე საგარანტიო ხელშეკრულებების მომზადება და გარანტიაზე მყოფი პროდუქციის აღრიცხვის წარმოება.
** განვადების ინვოისების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
** კორპორატიული მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან მუდმივ კონტაქტზე ყოფნა.
** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
კომპეტენცია და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 31 აგვისტო.
Email: bikelandvacancy@gmail.com