პოზიციის დასახელება: ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტი
კომპანია: სს “ეპ გენერაცია”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2022 წ.
სს “ეპ გენერაცია”აცხადებს კონკურსს ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
** მონაწილეობის მიღება ყველა ჰესისთვის მონიტორინგის პროგრამის მომზადებაში, არსებული მეთოდური მითითებების საფუძველზე;
** მონიტორინგის პროგრამის შესრულების კონტროლი;
** ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის მასალების და მექანიკური მოწყობილობების დიაგნოსტიკის შეფასება;
** ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მექანიკური მოწყობილობების კომისიურ დათვალიერებაში მონაწილეობა;
** დეფექტების და პროექტებიდან გადახრების აღმოჩენა, სადეფექტო და დათვალიერების აქტების შედგენა;
** დეფექტების აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავება;
** ყველა ჰესზე ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგების კონტროლი;
** ჰესის საპროექტო გადაწყვეტილებების შესწავლა, რომელიც ხელს უწყობს მოწყობილობების და მექანიკური დანადგარების მდგომარეობის გაუმჯობესებას;
** მონაწილეობის მიღება ჰიდროელექტროსადგურის ზამთრის პერიოდში მუშაობისთვის მომზადებაში;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმება,
** ავარიის და მუშაობაში ხარვეზების მიზეზების გამოძიებაში მონაწილეობა და მათ აღმოსაფხვრელად ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე გეგმიურ და ავარიულ სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** ჰესის წყალსაცავების სწორად გარეცხვის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
საჭირო კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება (ჰიდრო-ტექნიკური მშენებლობა);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel ) და Autocad -ის ცოდნა;
** უცხო ენების ფლობა (ინგლისური ან რუსული სავალდებულო);
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება-3 წელი;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირებამოხდება მხოლოდ შერჩეულ,კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.