ვაკანსიის დასახელება: ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების მხარდამჭერი (ასისტენტი)
ორგანიზაცია ,,სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი’’ - თემი ქედელი აცხადებს ვაკანსიას შშმ პირთა დამხმარეს პოზიციაზე.
თემი ქედელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წელიდან ახორციელებს ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებისთვის თემზე დაფუძნებულ სადღეღამისო მომსახურებას ქ.სიღნაღში.
სამუშაოს აღწერა/ფუნქციები:
** შშმ პირების მხარდაჭერა (ინდივიდუალურად და ჯგუფში) მოვლა;
** მზრუნველობა საჭიროებების მიხედვით;
** ღირსეული, თანასწორი დამოკიდებულება;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა;
** სოციალური ინკლუზიაში ხელშეწყობა;
** ფორმალური. პროფესიული და არაფორმალური განათლების მხარდაჭერა;
** სამედიცინო მხარდაჭერა;
** უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გ ამოცდილება ან სოციალურ სფეროში მუშაობის სურვილი;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისადმი ერთგულება;
** ემპათია;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. ორგანიზაცია იზრუნებს შერჩეული კანდიდატების პროფესიულ გადამზადებაზე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 599 230 938/+995 555 485 217
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: qedelicommunity@gmail.com
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ,, ვაკანსია’’.