• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ბროკერიჯი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2022/07/20
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 347 -ჯერ

"ბროკერიჯი" წარმოადგენს გაყიდვების საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისთვის სანდო, პროფესიონალური და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.

კომპანია მეტწილად (და არამხოლოდ) მოღვაწეობს საქართველოს უძრავი ქონების სფეშო; მუშაობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან და დამკვეთებთან.

 

„ბროკერიჯი“ აცხადებს განაცხადების მიღებას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა აღწერა:

 

** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების ობიექტების მოძიება; მფლობელპირებთანეფექტური კომუნიკაციის დამყარება;

** ინფორმაციის დამუშავება, რეგისტრაცია კომპანიის მონაცემთა ბაზასა და წინასწარ განსაზღვრულ პორტალებზე;

** უძრავი ქონების პოტენციური მომხმარებლისმოძიება; მათთვის მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა და პროდუქტის დეტალური გაცნობა/შეთავაზება;

** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება;

** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;

** საჭიროებისამებრ სხვადასხვა კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოთხოვნა/მიწოდების შესახებ კომუნიკაციის დამყარება;

** არსებულ და ახალ მომხმარებლებთანგრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაკომპანიის ფინანსური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით;

 

 

პროფესიულიმოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და ნებისმიერი კომუნიკაციების სფეროში რელევანტურ პოზიციაზე;

 

 

განათლება:

** ბაკალავრიატი ან სპეციალური განათლება  საქმიანობასთან შესაბამის სფეროებში;

 

** საოფისე პროგრამების საბაზისოცოდნა;

 

** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე განიხილება მნიშვნელოვან უპირატესობად;

 

 

აუცილებელი პიროვნული უნარ/თვისებები:

** კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა;

** სხარტი აზროვნება/ქმედებადა საქმის ბოლომდე კეთება;

** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;

** თვითდისციპლინისა და ორგანიზების კარგი უნარი;

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;

** შედეგზე ორიენტირება;

 

 

რას გთავაზობთ „ბროკერიჯი:“

** უწყვეტ პროფესიულ თეორიულ/პრაქტიკულ ქოუჩინგს (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) საქმის სპეციფიკის სრულყოფილად დასაუფლებლად;

** სრულ ჩართულობას კომპანიის ზრდის ეტაპზე, რა დროსაც განიხილება და დაფასდება თქვენი მოსაზრებებიდა ინიციატივები;

** სხვადასხვა წამახალისებელაქტივობებს;

** მოწესრიგებულ, სასიამოვნოდა კოლექტიურ სამუშაო გარემოს;

** Performance-ზე დაყრდნობით პროფესიულიწინსვლის შესაძლებლობას;

 

 

სამუშაო პირობები:

 

** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; ალ.ყაზბეგის #47 (მეტრო დელისთან ახლოს);

** სამუშაო გრაფიკი: სრული (საჭიროებისამებრ სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი);

** კომპანიის სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-შაბათი: 11:00-19:00; კვირა დასვენება;

** თანამშრომლის სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5დღე; 35 საათი;

** ანაზღაურება: გამომუშავებით; საკომისიო თითოეული წარმატებით შესრულებული საქმიდან;

მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი: 1500ლარი (შესაძლებელია ბევრად მეტის გამომუშავება; დამოკიდებულიაკანდიდატის მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე);

** ყოველთვიურად ულიმიტო სასაუბროდროს უზრუნველყოფს კომპანია;

** განცხადებების ატვირთვის საფასურს უზრუნველყოფს კომპანია;

** საჭიროებისამებრ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მანქანისა და მძღოლის მომსახურება;

** სასურველია საკუთარი ლეპტოპით მუშაობის შესაძლებლობა (პირადი მომხ-თა ბაზის დაცვის მიზნით);

 

 

თუ დაინტერესდით და პასუხობთ ზემოხსენებულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეელ. ფოსტაზე: hr@brokerage.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთგაყიდვების მენეჯერი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა